1 ივლისს, თბილისში, სლავა მეტრეველის 4 ნომერში, გაიხსნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ-ის პირველი სერვის ცენტრი.
2017 წლის 30 ივნისს, ორგანიზაციამ აიღო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიცენზია. ამჟამად ორგანიზაციის ძირითად სასესხო პროდუქტს წარმოადგენს ონლაინ სესხები. მომავალში იგეგმება ინდივიდუალური ბიზნეს და აგრო სესხების დანერგვა და ასევე, ავტო და სამომხმარებლო სეგმენტში ჩართვა შესაბამისი პროდუქტებით.
ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიას წარმოადგენს რეგიონალური გაფართოება და ახალი სერვის ცენტრების გახსნა.