სერვის ცენტრის გახსნა
01/09/2017

1 სექტემბერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფმა პირველი რეგიონალური სერვის ცენტრი გახსნა ქალაქ ქუთაისში. სერვის ცენტრი განთავსებულია ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ჭავჭავაძის 62 ნომერში.

რეგიონალური გაფართოების პარალელურად ორგანიზაციამ დაამატა პროდუქტების ფართო სპექტრი: ბიზნეს, აგრო, ავტო და სამომხმარებლო სესხის სახით.

აღნიშნული სერვის ცენტრი მოემსახურება ქუთაისისა და მასთან ახლოს მდებარე სოფლების მაცხოვრებლებს აღნიშნული პროდუქტებით.