2019 წლის 31 ივლისს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ-სა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმს ხელი მოაწერა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფის დირექტორმა, დავით ბობოხიძემ და თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ.
მემორანდუმის მიზანია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფში თსუ-ს სტუდენტების აქტიური ჩართვა და ასევე, მათთვის პრაქტიკისა და სტაჟირების შეთავაზება, რაც ორივე მხარისათვის და განსაკუთრებით, სტუდენტებისათვის ძალიან სასარგებლო იქნება.