ლენდაფი, როგორც Secret Santa
05/12/2019

საახალწლო თამაშის, Secret Santa-ს, ტრადიცია ალბათ ყველასათვის ცნობილია. ამ თამაშში ალბათ ყველა ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას და გამონაკლისი არც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფი ყოფილა.

დაარსების დღიდან ლენდაფის თანამშრომლები, ყოველ ახალ წელს აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ თამაშში. თუმცა 2020 წელი ამ მხრივ სხვა წლებისგან გამორჩეული იყო.

წელს, ორგანიზაციისა და თანამშრომლების ერთობლივი ინიციატივით გადაწყდა, რომ თავად ორგანიზაცია გამხდარიყო Secret Santa მათთვის, ვისთვისაც ეს ტრადიცია აქამდე მხოლოდ ოცნება იყო.

საერთო სურვილითა და მონდომებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფი, სხვადასხვა კუთხით, დაეხმარა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს, რომელთათვისაც ყოველი დღე გადარჩენისთვის ბრძოლა იყო.

ვიმედოვნებთ, რომ ამ ერთობლივი დახმარების წყალობით მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ორგანიზაცია მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავსი ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებას.