საშეღავათო პერიოდი სესხებზე
26/03/2020

მსოფლიოში და საქართველოში არსებული კორონა პანდემიის მიერ გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზე, მისო ლენდაფი შეუერთდა საბანკო სისტემის ინიციატივას, სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას და მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურად მათზე მორგებული გრაფიკების და სესხების ვადის ცვლილებებს ინდივიდუალურად მსესხებლის მხრიდან დაფიქსირებული მოთხოვნის შემთხვევაში.

2020 წლის 26 მარტიდან საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, ვინც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

  • სესხი გაცემულია 2020 წლის 16 მარტამდე
  • 2020 წლის 16 მარტიდან 1 ივნისამდე არსებული გრაფიკით უწევს მინიმუმ 1 გადახდა
საშეღავათო პერიოდის გააქტიურება ხდება ინდივიდუალურად და ამისათვის თქვენ უნდა დაუკვაშირდეთ თქვენს პირად ექსპერტს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში თქვენს მიერ ჯამურად გადასახდელი თანხა გაიზრდება, რადგან საშეღავათო პერიოდი გულისხმობს პროცენტის გადახდის გადავადებას, შესაბამისად ამ პერიოდში გრძელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის დარიცხვა.

დარჩით სახლში,

დაიცავით სოციალური დისტანცირება,

გისურვებთ ჯანმრთელობას.