სოციალური დისტანცირების სტანდარტების დანერგვა
სოციალური დისტანცირების სტანდარტების დანერგვა
22/05/2020

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად, მნიშვნელოვანია ყველა იმ ნაბიჯის თანმიმდევრული გადადგმა და განხორციელება, რომელიც გულისხმობს მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების, სოციალური დისტანცირების დაცვას და ადამიანებს შორის კონტაქტის მაქსიმალურ შემცირებას, საკუთრივ ჩვენს ბიზნეს მოდელში, რომელიც პირველ რიგში ასახული იქნება მომხმარებლის მომსახურებასა და სამუშაო გარემოში. 2020 წლის 22 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფის ფილიალებში შესაძლებელი იქნება კლიენტთა მომსახურება და ასევე სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობა, ზემოთ აღნიშნული ნორმების მკაცრი დაცვით. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ-ში თანამშრომლებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგი პირბადეებისა თუ სხვა დამცავი საშუალებების გამოყენების, და ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის სტანდარტების დასაცავად. პროტოკოლის სანახავათ იხილეთ ლინკი.

კითხვების შემთხვევაში მისო ლენდაფის საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00-მდე, ელ. ფოსტით: info@lendup.ge , ტელეფონით: 032 2 500 005 და Facebook-ით.

დარჩით სახლში,

დაიცავით სოციალური დისტანცირება,

გისურვებთ ჯანმრთელობას.