მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფი, მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, 20 მარტიდან მისი თანამშრომლები სრულად გადაჰყავს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. თუმცა სასესხო პროდუქტებით ან სხვა სახის ინფორმაციის მიწოდება გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში. დისტანციურად თქვენ შეგიძლიათ:


ახალი კორონა ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად, მნიშვნელოვანია ყველა იმ ნაბიჯის თანმიმდევრული გადადგმა და განხორციელება, რომელიც გულისხმობს მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების, სოციალური დისტანცირების დაცვას და ადამიანებს შორის კონტაქტის მაქსიმალურ შემცირებას, საკუთრივ ჩვენს ბიზნეს მოდელში, რომელიც პირველ რიგში ასახული იქნება მომხმარებლის მომსახურებასა და სამუშაო გარემოში. 2020 წლის 22 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფის ფილიალებში შესაძლებელი იქნება კლიენტთა მომსახურება და ასევე სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობა, ზემოთ აღნიშნული ნორმების მკაცრი დაცვით. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ-ში თანამშრომლებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგი პირბადეებისა თუ სხვა დამცავი საშუალებების გამოყენების, და ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის სტანდარტების დასაცავად. პროტოკოლის სანახავათ იხილეთ ლინკი.

მსოფლიოში და საქართველოში არსებული კორონა პანდემიის მიერ გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზე, მისო ლენდაფი შეუერთდა საბანკო სისტემის ინიციატივას, სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას და მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურად მათზე მორგებული გრაფიკების და სესხების ვადის ცვლილებებს ინდივიდუალურად მსესხებლის მხრიდან დაფიქსირებული მოთხოვნის შემთხვევაში.

საახალწლო თამაშის, Secret Santa-ს, ტრადიცია ალბათ ყველასათვის ცნობილია. ამ თამაშში ალბათ ყველა ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას და გამონაკლისი არც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფი ყოფილა.

2019 წლის 31 ივლისს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ-სა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფი აგრძელებს სწრაფ რეგიონალურ განვითარებას და ახლა უკვე მისი რიგით მე-4 სერვის ცენტრი გაიხსნა ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილ N6-ში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფის პირველი რეგიონალური ფილიალის გახსნის შემდეგ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოს სიდიდით მეოთხე ქალაქ რუსთავში, ორგანიზაციამ გახსნა ახალი სერვის ცენტრი, რომლის მიზანია ქალაქ რუსთავის და მისი შემოგარენის: გარდაბნის რაიონის, მარნეულის ცალკეული სოფლების დაფარვა იმ პროდუქტებით, რომლებიც უკვე წარმატებით ფუნქციონირებს ბაზარზე.

1 სექტემბერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფმა პირველი რეგიონალური სერვის ცენტრი გახსნა ქალაქ ქუთაისში. სერვის ცენტრი განთავსებულია ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ჭავჭავაძის 62 ნომერში.

1 ივლისს, თბილისში, სლავა მეტრეველის 4 ნომერში, გაიხსნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ-ის პირველი სერვის ცენტრი.