საჩივრის ფორმა

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთა ინტერესებზე და მომსახურების გაუმჯობესებაზე, რისთვისაც კომპანიას აქვს მჭიდრო კომუნიკაცია საკუთარ მომხმარებლებთან. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოხატონ, პრეტენზიის სახით, უკმაყოფილება, დაუთანხმებლობა, საჩივარი კომპანიის ან/და მისი ნებისმიერი პროდუქტის მიმართ.

მომხმარებლის პრეტენზიას განიხილავს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ის მომხმარებელთა უფლებების დეპარტამენტი.

მომხმარებელს შეუძლია საკუთარი პრეტენზია დააფიქსიროს ზეპირად, სტანდარტული/თავისუფალი წერილობითი, ან ელექტრონული ფორმით შემდეგი საკომუნიკაციო არხების საშუალებით:

  • ფილიალების მეშვეობით
  • სატელეფონო კავშირით, ნომერზე: (032) 2 500 005
  • ელ. ფოსტის მისამართზე: info@lendup.ge
  • საფოსტო/საკურიერო კავშირით შემდეგ მისამართზე - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N240
  • კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ელექტრონული განაცხადის შევსებით www.lendup.ge (ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ ქვემოთ)

წერილობით ან ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული პრეტენზიის განხილვის ვადაა პრეტენზიის მიღებიდან 1 თვე.

მომხმარებელს პრეტენზიის მიღება და განხილვის ვადა ეცნობება პრეტენზიის მიღებისთანავე იმავე ფორმით, რა ფორმითაც მომხმარებელი განაცხადებს პრეტენზიას.

მომხმარებლისთვის მომზადებული პასუხის გაგზავნა ხდება მომხმარებლის მიერ პრეტენზიაში მითითებული ფორმით.

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ი მომხმარებელს 1 თვის ვადაში აცნობებს საკითხის შესწავლის შედეგებს და სადაც შესაძლებელია, შესთავაზებს საკითხის გადაწყვეტის გზებს.

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ში შემოსული ყველა პრეტენზია მნიშვნელოვანია. ამდენად კომპანია ყურადღებით ეკიდება მომხმარებელთა მხრიდან შემოსულ პრეტენზიას თუ წინადადებას. თუმცა, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ი იტოვებს უფლებას არ განიხილოს მომხმარებელთა შემდეგი სახის პრეტენზიები:

  • მომხმარებლის პრეტენზია, რომელიც ეხება კომპანიის უარს პროდუქტის მიწოდებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კომპანიას ეკისრება აღნიშნული ფინანსური პროდუქტის მიწოდების ვალდებულება
  • მომხმარებლის პრეტენზია, რომელიც უკვე განხილულია კომპანიის მიერ და ადგილი არ აქვს დამატებით მნიშვნელოვან ფაქტებსა და გარემოებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
  • მომხმარებლის პრეტენზია, რომლის მიზეზსაც წარმოადგენს შეფერხებები ან უარი მომსახურების გაწევაზე, რომლებიც განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით.

პრეტენზიის განხილვის მიმდინარეობასთან და პროცედურასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია მიიღოთ შემდეგ ნომერზე - (032) 2 500 005

გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა (http://nbg.gov.ge/cp) და ცხელ ხაზზე (032 2 406 406)

წინამდებარე პრეტენზიის ფორმის შევსებით და გაგზავნით თანხმობას ვაცხადებ და ვანიჭებ უპირობო უფლებას შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ს განცხადების განხილვის, დამუშავებისა და პასუხის მომზადების მიზნით, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სავალდებულო წესით მონიტორინგის (ინფორმაციის) მიწოდების მიზნით, დაამუშავოს ჩემი პერსონალური ინფორმაცია (რაც მათ შორის მოიცავს პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას, ჩაწერას, შენახვას, შეცვლას, გამოთხოვას და გადაცემას). იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ში ამა თუ იმ ფორმით თანხის განთავსებას, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გაფრთხილების ტექსტს და გაითვალისწინოთ, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ი არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. პრეტენზიის ელექტრონული განაცხადის მიღების დასტური და განაცხადის განხილვის ვადა დამატებით გეცნობებათ განაცხადში მითითებულ მობილურის ნომერზე SMS შეტყობინების სახით.