ვებ-გვერდზე www.lendup.ge წინამდებარე განაცხადის ფორმის შევსებით და „წესები და პირობებზე“ დათანხმებით, მომხმარებელი თანახმაა და აძლევს უპირობო უფლებას შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 405152551, ) დაამუშავოს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული პერსონალური მონაცემები მომსახურების შეთავაზების/გაწევის მიზნებისათვის, მათ შორის გადაამოწმოს მომხმარებლის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ ბაზებში.

მონაცემთა სუბიექტის მიერ აღნიშნული მონაცემების მიწოდება სავალდებულოა, რათა მოხდეს მის მიერ შევსებული განაცხადის განხილვა.

თუ მონაცემთა სუბიექტი უარს განაცხადებს ინფორმაციის მიწოდებაზე და არ დაეთანხმება „წესებსა და პირობებს“ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ი არ განიხილავს მის განაცხადს.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი თანახმაა, ნებისმიერ დროს, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ის მიერ შემდგომი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერ სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ისგან ან/და სხვა პირებისგან მიიღოს ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემთა სუბიექტის მიერ განაცხადში მითითებულ რეკვიზიტებზე.

მომხმარებელი წინამდებარე წესებზე და პირობებზე დათანხმებით ადასტურებს განაცხადის ფორმაში მითითებული მონაცემების სისწორეს.

მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემების თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ში ამა თუ იმ ფორმით თანხის განთავსებას, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გაფრთხილების ტექსტს და გაითვალისწინოთ: შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ“-ი არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა.